საძიებელი

ფოთის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

   
     მიუხედავად საერთო იერსახისა, ქალაქი კეთილმოუწყობელია, ქუჩები, ტროტუარები შუა საუკუნეების ევროპის დონეზეა, მოუწესრიგებელია კანალიზაცია. ქალაქში არ იგრძნობა, რომ ის ზღვისპირა ქალაქია, არ არსებობს პლაჟები, ნაკლებია პარკები, სკვერები, რაც არის, ისიც მოუვლელია.
    ქალაქში, სადაც ტრადიციულად განვითარებული იყო ნიჩბოსნობა, არსებობდა სანიჩბოსნო ბაზა და აღიზარდა ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ კრატასიუკი, დღეს არ არსებობს ნიჩბოსნობისთვის ელემენტალური პირობები. ნაკლებია კულტურულ-გასართობი ღონისძიებები. სოციალური სიდუხჭირე ჩვენს ქალაქშიც აშკარაა, არც უმუშევრობაა  უჩვეულო, ამას ემატება "ყბადაღებული" თემა ალუმინის ფხვნილთან დაკავშირებით. ეს ნივთიერება, რომელსაც ცლიან ნავსადგურში, ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის სერიოზულ საფრთხეს.
     ვფიქრობთ, არსებული პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია თვით ფოთელების აქტიურობა, საკუთარი მოთხოვნების მკაფიოდ ჩამოყალიბება, ქალაქის სათავეში კვალიფიციური კადრების ყოფნა, შესაბამისი ბიუჯეტი და მისი მიზნობრივი ხარჯვა.
     ქალაქის სიყვარული, წარსულისა და აწმყოს მჭიდრო კავშირი, ყველა ფოთელის პრაქტიკული მიზანმიმართული საქმიანობა შეცვლის ქალაქს. მთავარია, ქალაქის მაჯისცემას გრძნობდეს თვითმართველობა, რომელიც მთავარი პასუხისმგებელია მომავალი განვითარების მხრივ.
      ფოთი, რომელიც საქართველოს კარიბჭეა, იმსახურებს,  განვითარდეს და სხვა ღირსეულ ქალაქებს  გაუტოლდეს.